"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის წყლის ნაკლებობა მალე კრიტიკული გახდება" | გროსი

გამოქვეყნდა:

"კაშხლის დამბის აფეთქების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტორისადგურის მოთხოვნებისთვის წყლის ნაკლებობა მალე კრიტიკული გახდება", - როგორც საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი Sky News-სთან ინტერვიუში ამბობს, სადგური იმ წყლის გარეშე დარჩება, რომელიც მისი 6 აგრეგატის გასაგრილელად გარდაუვალ საჭიროებას წარმოადგენს 

„რა თქმა უნდა, არის საშიშროება, შეიძლება რამდენიმე კვირაში ან თვეში, მაგრამ რაღაცის გაკეთებაა საჭირო. არ გვინდა პანიკის შექმნა, მაგრამ ეს სერიოზული სიტუაციაა, როგორც წესი, საჭიროა გარანტირებული რაოდენობის წყალი ცირკულირდეს რეაქტორებში, თუ მისი დანაკლისი იქნება,  პრობლემა შეგექმნებათ. პრობლემა შეიძლება რამდენიმე დღით ან კვირით გადაიდო, მაგრამ პრობლემა იქ იქნება“, - განაცხადა გროსიმ.

შეგახსენებთ, სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიე და მისი სატელიტი ქალაქი ენერგოდარი დაიპყრეს.

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სადგურის ექვსივე რეაქტორი გამორთული იყო. 

კახოვკას ჰუმანიტარულმა კატასტროფამ, ევროპის უმსხვილეს ელექტროსადგურზე უსაფრთხოების, ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო გააამწვაა. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი