გასულ ღამეს პაკისტანის რამდენიმე თავდასხმა მოვიგერიეთ | ინდოეთის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს პაკისტანის რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს. მათი მტკიცებით, თავდასხმისთვის გამოყენებული იყო როგორც დრონები, ასევე სხვა ტიპის შეიარაღება. 

"პაკისტანის სამხედრო ძალებმა, მთლიანი დასავლეთ საზღვრის გასწვრივ განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა დრონებისა და სხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით," - წერს ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე. უწყების ცნობით, "თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული". 

ასევე, ინდოეთი პაკისტანს ქიშმირში, კონტროლის ხაზის გასწვრივ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების "მრავალჯერად" დარღვევაში ადანაშაულებს და წერს, რომ ამ დარღვევებს საპასუხო ქმედებაც მოჰყვა.

ამასთან, პაკისტანის უსაფრთხოების წყარომ გამოცემა CNN-ს განუცხადა, რომ პაკისტანის არმიამ ქაშმირში სადავო საზღვრის გასწვრივ ინდოეთის არმიის რამდენიმე "საკონტროლო პუნქტი", ინდოეთის მხრიდან "არაპროვოცირებულ სროლაზე" საპასუხოდ გაანადგურა. 

წყაროს ცნობით, პაკისტანის ჯარებმა საკონტროლო პუნქტები ექვს ადგილას გაანადგურეს ქაშმირის სადავო ტერიტორიას შორის არსებული კონტროლის ხაზის გასწვრივ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი