უკრაინის ისტორიაში პირველად, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა უკრაინის სახელმწიფოს საზიანოდ. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
"ამ ჯგუფის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი წერტილების ძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, კერძოდ, მათი ქცევის სცენარების შესწავლა, თუ რეგიონში უნგრული ჯარები შევიდოდნენ," - ნათქვამია СБУ-ს განცხადებაში.
ზაკარპატიეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, СБУ -მ უნგრეთის სპეცსამსახურების ქსელის ორი აგენტი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებულის კურატორი უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო, რომლის ვინაობაც უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაადგინა.