საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.
2023 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე გადანაწილდა:
საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა, რამაც 226,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილას ვაჭრობის სექტორი იყო - 90,7 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილას ტრანსპორტის სექტორი 43,3 მილიონი დოლარით.