ჭიათურის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. ცოტა ხნის წინ, გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.
3 ათასზე მეტი დასაქმებული კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ მუშაობას არ გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე "ჯორჯიან მანგანეზი" მოთხოვნებს არ შეასრულებს.
მაღაროელებს 25 მოთხოვნა აქვთ, თუმცა მთავარი რასაც ისინი ითხოვენ ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
ჭიათურაში დღეს უკვე პროტესტის მე-4 დღეა, თუმცა როგორც ირკვევა, დამსაქმებელი მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.