
რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად, აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლების ოჯახის წევრებს არ უშვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ როგორც ობსერვატორიის შესასვლელთან შეკრებილებს დირექტორმა სატელეფონო საუბარში უთხრა, ნებართვის მისაღებად მისთვის წინასწარ უნდა მიემართათ.
როგორც მეცნიერ-თანამშრომლების ოჯახის წევრები ამბობენ, არ დაიშლებიან, სანამ შესვლის უფლებას არ მისცემენ.
"ჩვენს სახლებში შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ. დაცვა წინააღმდეგობას გვიწევს. დავუკავშირდით დირექტორის მოადგილეს და დირექტორთან გადაგვამისამართა. დირექტორმა კი აღშფოთებული ტონით გვითხრა, რომ პროვოკაციებს ვაწყობთ, რადგან წინასწარ ვიცოდით ამ შეზღუდვის შესახებ. მან უარი გვითხრა ტერიტორიაზე და სახლებში შესვლაზე. ბოლოს ტელეფონი გაგვითიშა და დაგვტოვა პასუხის გარეშე. აგერ 3–4 საათია ვდგავართ. ჭიშკრის იქით ზოგიერთი ჩვენი მეგობრის მოხუცი მშობელია. მაინც არ გვიშვებენ. ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე" - აცხადებენ შეკრებილები
იხილეთ ასევე: