"ჯერ სწავლას ვაპირებ და მერე ცოლის მოყვანას", - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებებს სტუდენტი, რომელმაც თსუ-ში მას რუბლები დააყარა.
ეს პერფორმანსი იყო 7-8 მარტის აქციების გაგრძელება. 7-8 მარტის აქციების შემდეგ, თსუ-ს სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის სალექციო კურსი წაშალეს და იმდენად შერცხვა ამ ფაქტის, რომ თავისი სტუდენტები მოიყვანა და თავის სტუდენტებს უკითხავს ახლა ლექციას უნივერსიტეტში. გუშინ ჰქონდა ბოლო ლექცია წესით თსუ-ში და ვიფიქრეთ, რომ მშვიდად არ უნდა წავიდეს უნივერსიტეტიდან. ამ აქციის და პერფორმანსის მიზანი იყო, რომ მივახვედროთ, რომ სტუდენტებმა ვიცით, რომ ის რუსულ ფულზე არის გაყიდული და მეორე, რომ ის ვეღარ ჩაატარებს უნივერსიტეტში ლექციას. უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ როცა მოგვინდება, მაშინ მოვიყვანთ ცოლს და ისედაც ვეტყვი, რომ ჯერ სწავლას ვაპირებ და მერე ცოლის მოყვანას, - ამბობს ვახო რუხაია.
10 ივნისს თსუ-ში ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად ირაკლი კობახიძე რუსული რუბლები დააყარეს. მომხდარს მმართველი გუნდის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა და თქვა, რომ ახალგაზრდებს "ორიენტაცია აქვთ არეული":
"მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს", - თქვა კობახიძემ 10 ივნისს.