მათი ორიენტაცია არის არეული - საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ - კობახიძე სტუდენტებზე

გამოქვეყნდა:

პირველ რიგში, ეს იყო ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, ისინი იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. 

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, მათ შორის, ამ ახალგაზრდების გადასარჩენად. 

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტუდენტებზე, რომლებმაც მას დღეს თსუ-ში რუსული რუბლები გადააყარეს

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი