საქსტატმა საქონლით საგარეო ვაჭრობის 2023 წლის იანვარი-მაისის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან მაისში 538 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით $15.8 მილიონით (3%-ით) მეტია.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 18.5%-ით მეტია. საქართველოს იმპორტი კი 5.85 მილიარდი დოლარი იყო და ეს მაჩვენებელი წლიურად 19.1%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-მაისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 359.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.