კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს არ შეხვდა

გამოქვეყნდა:

კინოკრიტიკოსები, რეჟისორები და ხელოვანები კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ - რას ითვალისწინებს კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაცია. მათი მცდელობის მიუხედავად, კინოცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა კობა ხუბუნაიამ მათთან შეხვედრა არ ისურვა. 

ხუბუნაია კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპში პენიტენციური სამსახურიდან მიიყვანეს და როგორც ხელოვანები შიშობენ, მისი ფუნქცია სწორედ მკაცრი ხელის გატარებაა კულტურის კიდევ ერთ სფეროში.

კინოცენტრში ერთერთ საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნა "ოცნების"  პროპაგანდისტი ბაჩო ოდიშარიაც. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი