"ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში" - ოცნების პროპაგანდისტი კინოცენტრში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის თანამშრომელი ბაჩო ოდიშარია ადასტურებს რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. "ფორმულასთან" საუბარში ის ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."

"ჩავერთვები რეორგანიზაციის საკითხებში, შევისწავლი, როგორ მოქმედებს და ფუნქციონირებს კინოცენტრი, გავერკვევი ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ვეცდები ამის გამოსწორებას. მათ შორის იმასაც გავარკვევ თუ რატომ არის [კინოცენტრში დანიშვნა] პროტესტის საგანი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ არის პროტესტის საგანი იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია."- ამბობს "ფორმულასთან" ოდიშარია.

შეგახსენებთ, წულუკიანმა ამჯერად კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი, გარდა ამისა ეს შტატი საერთოდ გააუქმეს.  

კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დაინიშნა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი