Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო გასულ წელთან შედარებით 3.7 ქულით ჩამოქვეითდა. 2023 წელს საქართველოს 68.7 ქულა აქვს, რეიტინგში ის 35-ე ადგილით "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაშია.
საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ ორ, შრომისა და ფინანსური თავისუფლების კატეგორიაშია გაუმჯობესებული.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში რეგულირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, ასევე შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად. ორგანიზაციის თქმითვე, ეკონომიკად გამძლეობის მაღალი დონე აჩვენა. Heritage Foundation აღნიშნავს, რომ ინსტიტუტების სისუსტე ბევრად უფრო ერთგულ რეფორმებს მოითხოვს.
მეზობელ სახელმწიფოებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი ინდექსი რუსეთს აქვს, მას თურქეთი, აზერბაიჯანი და ბოლოს სომხეთი მოსდევს. თურქეთი და რუსეთი ძირითადად არათავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების კატეგორიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი კი ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის მოხვდნენ.
რეიტინგში ეკონომიკური თავისუფლების გასაზომად ოთხი ძირითადი კატეგორია გამოიყენება: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, ეფექტიანი რეგულირება, ღია ბაზრები.