ბევრ ბიჭს მოსწონდა, შეგვეშინდა ვინმეს არ მოეტაცებინა და დავნიშნეთ - ოჯახი არასრულწლოვნისთვის ქორწინების იძულებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - გოგოს მამა და  23 წლის  ბიჭი, რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა.

ორივე მხარე ამტკიცებს რომ,  ეს მხოლოდ  ნიშნობა იყო. უარყოფენ მამის მხრიდან, შესაძლო ძალადობასაც:

"ჩემი შვილიშვილი მე-10 კლასის მოსწავლეა, როგორ უნდა გავათხოვოთ.. უბრალოდ ბევრ ბიჭს მოსწონდა, ჩემს შვილიშვილს კი სხვა ბიჭი მოსწონდა..შეგვეშინდა, გოგოსაც შეეშინდა, რომ ვინმეს არ მოეტაცებინა, ამიტომაც დავნიშნეთ. კანონიც და წესიც ვიცით, სანამ 18 წლის არ გახდებოდა არ გავათხოვებდით. მასაც სწავლა უნდოდა და მამამისის სურვილიც ეს იყო. ახლა ჭორი გაავრცელეს სკოლიდან, რომ მამამისმა ცემა, იძალადა და უნდოდა გაეთხოვებინა ეს სისულელეა.  გოგო 9 თვეა იმ ბიჭზე თავის სურვილით დაინიშნა.. ჩემი ვაჟიც და ის ბიჭიც ტყუილად დააკავეს " - ამბობს გოგოს ბებია

ორივე პირის დაკავების ფაქტს შსს ადასტურებს, თუმცა უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი