რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით დაკავებულია 15 წლის გოგოს მამა და სრულწლოვანი კაცი, რომელზეც მოზარდს ქორწინებას აიძულებდნენ.
რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში ორივე პირის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.