2023 წლის პირველ კვარტალში თვიური მინიმალური ხელფასი 1716,6 ლარი იყო - საქსტატი

გამოქვეყნდა:

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თვიური მინიმალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 270,1 ლარით გაიზარდა და 1716,6 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. წლიურმა ზრდამ 18,7% შეადგინა. 

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სფეროების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში - 3,761.1 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,8%-ით არის გაზრდილი. 
  • მეორე ადგილს ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო იკავებს, სადაც თვიური ნომინალური ხელფასი 3,631.3 ლარს შეადგენს - რაც 55,2%-ით უფრო მეტია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. 
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში თვიური ნომინალური ხელფასის რაოდენობა 2,386.8 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 21,6%-ით არის გაზრდილი. 

უწყების მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1,375.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების - 2,053.4 ლარით. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190,9 ლარი (16,1%) შეადგინა, ხოლო კაცებში 358.1 ლარი (21,1%).

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება და იგი 2,026.8 ლარს შეადგენს.

დანარჩენ რეგიონებში თვიური ხელფასი ასე გადანაწილდა:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი