შეიარაღებული თავდასხმა სტუდენტზე - ახალგაზრდას, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ ნაცემი მიიყვანეს, მოულოდნელად პალატაში უცხო კაცი შეუვარდა და თავს დაესხა.
"მთავარი არხის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ 50 წლამდე პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელსაც პოლიცია ხელს აფარებდა. ის ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
ნაცემი სტუდენტი კი რომელიც ცოტახნის წინ შეიარაღებული ანგარიშსწორების მცდელობის მსხვერპლი გახდა ლუკა შველიძეა, ის ახალგაზრდა ვინც დილას, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-ში პროტესტი გამოთქვა.
"საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. შეუძლოდ ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. საავადმყოფოში მოდის 2 პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ.
სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა ეს. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი?" ამბობს ლუკა შველიძე.
როგორ მოახერხა შეიარაღებულმა პირმა საავადმყოფოში შესვლა, უცნობია, ხეჩინაშვილის კლინიკაში მთავარი არხის ზარებს არ პასუხობენ. განცხადება არ გაუკეთებია არც შსს-ს.
ლუკა შველიძე ცოტა ხნის წინ, საავადმყოფოში მოინახულა ენმ-ის თავმჯდომარემ. ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მხრიდან, ახალგაზრდების დაშინების ფაქტებზე საუბრობს:
ეს არის კონკრეტული სიგნალები რუსული ოცნების მხრიდან, რომ ყველა, ვინც არ ემორჩილება და აპროტესტებს პუტინისტურ რეჟიმს, სამშობლოს ღალატს, ეს ლაჩრები, ეს მართლა ჩმორები, გაუგონარი ფარჩაკები, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით - ფარჩაკი, ჩმორი კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი - ეს ყველაფერი ცხადია მოდის ივანიშვილ-ღარიბაშვილ- კობახიძის თავში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ძალადობრივ ჯგუფებს აუცილებელია საზოგადოებამ გასცეს პასუხი" ამბობს ხაბეიშვილი
იხილეთ: