20-მდე კაცმა დაგვიწყო რტყმა, კობახიძის მოყვანილი ხალხია - დაპირისპირება თსუ-ში

გამოქვეყნდა:

თსუ-ში მისული ახალგაზრდა, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა, "მთავარ არხთან" ყვება, რომ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავდამსხმელები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული.

"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ. აქციას თსუ-ში დაპირისპირება მოჰყვა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი