დღეს თსუ-ში მისულ ახალგაზრდას, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მთავარმა არხმა" თავდამსხმელების იდენტიფიცირება შეძლო. ისინი „ქართული ოცნების" მხარდამჭერები - საბა გიორგაძე და ლადო პატარიძე არიან, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, არაერთხელ არიან მხილებულები მსგავს ფაქტებში. მათ შორის მაშინ, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები თსუ-ში „შინ ევროპისკენ" აქციის დროს ბანერებს არიგებდნენ.
ცნობისთვის, თსუ-ში დილით მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას პალატაში შეიარაღებული პირი შეუვარდა.