რამდენიმესაათიანი უმოქმედობის შემდეგ, შსს-მ დაბა წაღვერში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო - სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტები გააბეს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს ადამიანები, რომლებიც რადიკალების სამიზნე გახდნენ. პარალელურად, წაღვერს ტოვებენ ახალგაზრდები, რომლებიც დაბაში 3 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით.
შეგახსენებთ, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო.
ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.
იხილეთ ასევე: