ბოლო რამდენიმე კვირაში ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები აღმოვაჩინეთ - ქაცარავა

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, მოძრაობამ ახმაჯის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები აღმოაჩინა.

ქაცარავა ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახალი ტერიტორიების მიტაცებისთვის ემზადება.

"ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას.ოკუპანტები აქტიურობენ, არ ჩერდებიან და დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. აშკარად მომატებულია გატაცებების რაოდენობა და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქართული ოცნება აშკარა კოლაბორაციაშია საქართველოს მთავარ მტერთან რუსეთთან. მოთმენის პოლიტიკა სინამდვილეში კვლავ სრული ფიასკოა", - თქვა დავით ქაცარავამ.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი