ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დატბორილია დიდი დიღომი. გზის სავალი ნაწილი წყალმა დაფარა. ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.