დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის"100 ტანკერს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 100 ტანკერს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები 100 ნავთობტანკერს ეხება, რომლებმაც, ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 2024 წლის დასაწყისიდან 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტვირთი გადაიტანეს.

სიაში ასევე შევიდა რუსეთთან დაკავშირებული ცხრა იურიდიული და ფიზიკური პირი, მათ შორის სადაზღვევო კომპანია "სოგლასიე“.'

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავის X ანგარიშზე განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა "ყველაფერს გააკეთებს, რაც მის ძალაშია, რათა ხელი შეუშალოს ვლადიმერ პუტინის ჩრდილოვან ფლოტს და მის სამხედრო მანქანას წაართვას ნავთობისგან მიღებული შემოსავლები".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი