მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა. გიორგი კუპატაძე შეუერთდა პროტესტს, რომელიც უკვე 2 დღეა პარლამენტის წინ მიმდინარეობს და მაღაროელები ღამეებს კარვებში ათევენ.
დღესვე, პარლამენტთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ოთხმა მაღაროელმა. "ჯორჯიან მანგანეზის" გაფიცული თანამშრომლები 19 საათზე მორიგ აქციას გეგმავენ და პროტესტის უკიდურესი ზომების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.