მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალების ამოიკერა, პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს და მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს. გიორგი კუპატაძე დღეს ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და აქ მყოფ თანამებრძოლებს შეუერთდა, რომლებიც უკვე 2 დღეა კარვებში ათევენ ღამეს
"ბატონმა ღარიბაშვილმა ჩამხედოს თვალებში ჩახედოს ამ ბიჭებს თვალებში, გაითვალისწინოს თოთოელ მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენი ზურგით, ჩვენი ხელებით, აგერ არის ფაქტი. 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები თვალებაკერილი? არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე და ყველაფერს გავაკეთებ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ დავიღუპო, იმისთვის, რომ ესენი იყვნენ კარგად. ესენი რომ კარგად იქნებიან, მე მაშინ ვიქნები კარგად" ამბობს გიორგი კუპატაძე.
მაღაროელებს ამ დრომდე არ გამოხმაურებიან ხელისუფლებიდან. დღეს პარლამენტთან მორიგი აქცია, 19 საათზე იგეგმება.
"ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის მხოლოდ 5%-იან მატებას სთავაზობს, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია.
აქციები კი ჭიათურაში 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ კი მაღაროელების ნაწილმა თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლა. დღეს შიმშილობა გამოაცხადა კიდევ 4-მა გაფიცულმა.