ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მეათე დღეს ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი ცუდად გახდა, იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, -ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გვერდი "მაღაროელი' ავრცელებს.

მაღაროელი კარვიდან საკაცით გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანაში მოათავსეს.   

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები უკვე 16 დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი კი უკვე 10 დღეა შიმშილობს.

პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა პირმა კი ვენები გადაისერა. 

მაღაროელების ნაწილმა პროტესტი 19 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გააგრძელეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს დილიდან ოთხმა მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი