"ოთხი პოლიციელი მირტყამდა... მეხუთე ვიდეოს იღებდა, რომ კალაძისთვის და ღარიბაშვილისთვის გაეგზავნათ" | ტიკ-ტოკის ვიდეოს გამო დაჯარიმებული კურიერი

გამოქვეყნდა:

"ოთხი პოლიციელი მირტყამდა... მეხუთე ვიდეოს იღებდა, რომ კალაძისთვის და ღარიბაშვილისთვის გაეგზავნათ", - ამის შესახებ კურიერი ირაკლი მილაძე საუბრობს, რომელიც სასამართლომ ტიკ-ტოკზე განთავსებული ვიდეოს გამო დააჯარიმა. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ავტობუსის ზოლში პოლიციისა და მერიის მანქანების გადაადგილებას აკრიტიკებდა, შსს-ს თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურადაც იძალადეს.

ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვაჯარიმებენ თუნდაც ბასლაინში გადასვლის გამო და სამინისტროს მანქანებს, მერიის მანქანებს არავინ არ ეხება. ამაზე მე შევიგინე, მე არ ვარ საჯარო მოხელე და შესაბამისად, თმენის ვალდებულება არ მაქვს. ამის გამო ორი დღე მიმდინარეობდა ჩემზე თვალთვალი, შემდეგ დამიჭირეს აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ოთხი პოლიციელი მირტყამდა ჩაფერილ შუშებიან ჯიპში. მეხუთე იღებდა ამ ვიდეოს, რომ გაეგზავნათ კალაძისთვის და ღარიბაშვილისთვის, როგორ აგებინეს პასუხი იმ მოქალაქეს, რომელიც მათ შეურაცხყოფას აყენებს.

შემდეგ წამიყვანეს დიღმის მთავარ სამმართველოში, შემდეგ კაპეზეში ორი დღე ვიყავი. ერთი წუთიც კი არ მაპატიეს იქ ყოფნა, ბოლომდე მომახდევინეს ის ორი დღე. შემდეგ სასამართლო ჩატარდა, სადაც მოსამართლემ დაადგინა, რომ თურმე მე წინააღმდეგობა გავუწიე. რეალურად, არსებობს კამერები, რომელიც სასამართლომ ამოიღო აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მე პოლიციელებს ვემორჩილები მათ მოთხოვნაზე და ვიხსნი ჩაფხუტს, მოტოციკლეტიდან გადმოვდივარ და მათ მანქანაში ვჯდები. ეს არ გაითვალისწინა. ამ ნაწილში 2000 ლარი დამიწერეს და ასევე შექმნეს პრეცენდენტი ჩვენს ქვეყანაში, რომ ტიკ-ტოკზე გინების გამო შესაძლებელია ადამიანი 2000 ლარით დააჯარიმო. ჯამში დამიწერეს 4000 ლარი, - ამბობს ირაკლი მილაძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი