რუსული მეთოდებით ბრძოლა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან საერთო არაფერი აქვს. სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებისთვის ადამიანები უკვე კანონით ისჯებიან.
გამაოგნებელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაეჯარიმებინა ირაკლი მილაძე, რომელმაც გააკრიტიკა დედაქალაქის საცობები და ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.