მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ 1 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა და იბრძოდნენ ამ ბოლო წამამდე და დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას საბოლოო გამარჯვებამდე იდგებიან, საბოლოო გამარჯვებამდე - ნიკა გვარამიას შეწყალებას მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ეხმაურება, რომელიც რუსთავის ციხესთან იმყოფება და მეუღლის გამოსვლას ელოდება:
"მოლოდინი არ მქონია, მაგრამ აფრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სულ ამას ვიმეორებ ამის მერე, რომ მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე, როგორც ნიკა იტყოდა. ვულოცავ ყველას იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი საქმე. ნიკა, როგორც ჩემი მეუღლე არ მჯდარა საპატიმროში. ეს გვეხება ყველას, მისი თავისუფლება ეხება ყველას, გეხებათ თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. გილოცავთ" ამბობს სოფო ლილუაშვილი
რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას გამოსვლას ელოდებიან