"დრო დასჭირდება წიგნების შესაგროვებლად" - რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას გამოსვლას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა გვარამიას მეგობრები, ოჯახის წევრები, "მთავარი არხის" თანამშრომლები და სხვა კრიტიკული  მედიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ნიკა გვარამია ციხეს გარკვეული იურიდიული პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. პროცედურა კი ასეთია - პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი ჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულებას გადაეგზავნება, უწყება თავის დოკუმენტაციას მოამზადებს, შეატყობინებენ პატიმარს და ამის შემდეგ ის ციხეს დატოვებს.

ციხესთან უკვე იმყოფებიან ადვოკატები და ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები - "დრო დასჭირდება წიგნების შესაგროვებლად" - ამბობს დიტო საძაგლიშვილი

შეგახსენებთ, დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი