"ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთთან" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი, სტუდენტური არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტები ევროპული მომავლისთვისაა".
რუსთაველის გამზირზე სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაწესდეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და გაამკაცრონ რუსი მიგრანტების ნაკადის შემოდინება.
შეგახსენებთ, რომ საზღვრის ჩაკეტვა ოპოზიციის ნაწილმაც მოითხოვა, თუმცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, აღნიშნულს სისულელე უწოდა.