უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ - კობახიძე რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არის დაკვირვება. მან სისულელე უწოდა "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მოწოდებას, რომ საზღვრები რუსეთთან დროებით ჩაიკეტოს.

"რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს. მეტი არაფერი. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული, ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ სჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით?] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი