"მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება" - ვითარება ლარსზე

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის გამშვებ პუნქტი ჩვეული რეჟიმით მუშაობს. შსს-ის თანამშრომლის თქმით, მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება. 

"სასაზღვრო გამშვები პუნქტი დარიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება, არც შემოსვლის და არც გასვლის მიმართულებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. არავითარი მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება. არც შემოსვლის არც გასვლის მიმართულებით," - აცხადებს შსს-ის თანამშრომელი. თუმცა,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადი მომატებულია. 

შეგახსენებთ, რუსეთში განხორციელებული სამხედრო ამბოხის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რუსეთთან სავიზო რეჟიმი დაწესებულიყო და რუსი მიგრანტების ნაკადის შემოდინება გამკაცრებულიყო. თუმცა, "ქართული ოცნება" საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებს. 

გუშინ შსს-მ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის."

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი