"ყველას ეუბნებოდა, არ გააშველოთო, ჩემს ძმას თვალი აქვს ჩალურჯებული" - შიდა ქართლში ნაცემ 9 წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში ნაცემ 9 წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია პირი, რომელიც ბავშვებს აჩხუბებდა და მობილური ტელეფონით ვიდეოებს იღებდა.

"ჩემი ძმა ბირჟაზე იყო და ბავშვებთან ერთად თამაშობდა, ამ დროს იქ მივიდა ჩვენი მეზობელი კაცი, რომელმაც თავისი უფროსი შვილი მიიყვანა და უთხრა, რომ ჩემი ძმა ეცემა, ამას კი ტელეფონით იღებდა. მერე პოლიცია მოვიდა, კამერები გახსნეს. ნახეს როგორ აცემინებდა ბავშვს. ყველას ეუბნებოდა, რომ არ გააშველოთ, იჩხუბონო. ჩემს ძმას თვალი აქვს ჩალურჯებული და ცხვირი აქვს ნატკენი, ეხლა პოლიციამ წაიყვანა მშობლებთან ერთად გამოკითხვაზე, ისე იყო ნაცემი რომ გუშინ საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი," - ამბობს სავარაუდო მსხვერპლის ძმა.

შეგახსენებთ, ​შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცენტრში თავისი 10 წლის შვილი მიიყვანა და ადგილზე მყოფი 9 წლის ბიჭი აცემინა. პარალელურად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს იღებდა და ადგილზე მყოფებს ემუქრებოდა, რომ არასრულწლოვნები არავის გაეშველებინა.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი