შიდა ქართლში მომხდართან დაკავშირებით ოჯახის ახლობელი "მთავარ არხთან" დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით, მამა არასრულწლოვან ბავშვებს აჩხუბებდა და ცემას ვიდეოთი იღებდა.
"ამ ბავშვის მამა ტელეფონით იღებდა ვიდეოთი. ბავშვი ცუდ მდგომარეობაში იყო, შეშინებული იყო, მამა დგას და თავის შვილს აცემინებს, ბავშვი ეკითხება თავის დედას შენ რატომ არ დაარტყიო, მე მეშინოდა მაგის. ამხელა ვირი კაცი თან აცემინებს და თან სხვებს ეუბნება ახლოს არ მიხვიდეთო და ხელით ურტყამს სხვებს თან ბავშვებს ვიდეოს უღებდა, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია კამერებზე ჩანს. მაგის მამას პოლიციასთან ახლობლობა აკავშირებს, ერთი ის ვიცი, რომ პოლიცია უნდა მისულიყო და წაერთვა ტელეფონი, სანამ წაშლიდა ვიდეოს. ეს ბავშვი, რომელიც აცემინა, ბირჟაზე დგას ბავშვებთან ერთად. ეს კაცი თავის მანქანით მოდის სახლიდან ბავშვი მოჰყავს და ვიდეოზე ჩანს მანქანა მოდის ბირჟაზე, აჩერებს თავის ბიჭს ეუბნება მიდი ჩადი ახლა, ამ კამერაში ჩანს, თავისი ბავშვი ჩამოდის და ამ ბავშვს დასცხო, მოტოციკლეტიდან გადმოაგდო", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. კაცი, რომელიც ჩხუბის ვიდეოს იღებდა ამ დრომდე დაკავებული არაა. მთავარი არხის ინფორმაციით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მასთან სოციალური მუშაკები მუშაობენ.
უცნობია, რა მიზნით იღებდა კაცი ჩხუბის ვიდეოს, ასევე უცნობია, ჰქონდა თუ არა შემთხვევას სისტემატური ხასიათი.