
"მთავარი არხი" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 12 საათზე მეტი გავიდა, მოძალადე კი ამ დრომდე დაკავებული არ არის. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, "მთავარის" ჟურნალისტს გიორგი ახალკაცსა და მის ოპერატორს "ქართული ოცნების" მიერ კასპში საგანგებოდ მობილიზებული პარტაქტივი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას პირდაპირ ეთერში აყენებდა, დაზიანებულია "მთავარი არხის" კუთვნილი აპარატურაც.
მომხდარს გამოეხმაურნენ მესამე სექტორში. უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლება ვეღარ ითმენს მედიის კრიტიკულ მოსაზრებებს და სწორედ ამას უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან წაქეზებული არაერთი ძალადობრივო აქტი.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, ამ თემასთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს "ოცნების" აგრესიული ორკები "მთავარი არხის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს დაუპირისპირდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს, დაემუქრნენ და აგინეს. სცადეს ფიზიკური შეურაცხყოფაც. მათი გაღიზიანება გამოიწვია ფრაზამ - "კასპში ამ დრომდე დაძაბულობაა" , რადგან მოძალადეებისთვის იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
მანამდე მოძალადეები კასპში იმ ადგილას მივარდნენ, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პენსიონრებთან შეხვედრას მართავდნენ. მათ ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი