
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"მთავარი არხის" ჟურნალისტზე, გიორგი ახალკაცზე 30 ივნისს კასპში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
გარდა ამისა, ქარტია აღნიშნავს, რომ თავდასხმები ასევე გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ.
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გააცნობიერონ თავიანთი ვალდებულება და უზრუნველყონ მედიასაშუალებებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ოცნების" ორკები მივარდნენ. მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ამის შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და დააზიანეს აპარატურა.
მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. "მთავარ არხს" დღეს კითხვები ჰქონდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსთან, თუმცა ის სამსახურში არ გამოჩენილა.
იხილეთ ასევე: