თავდასხმა "მთავარის" გადამღებ ჯგუფზე - მახინჯაურში მომხდარზე მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის გადამღები ჯგუფის უფლებების დარღვევის ფაქტზე მედიაომბუდსმენმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა:

"დღეს, 2023 წლის 5 ივლისს "მთავარი არხის" ჟურნალისტს, თეა ვაშალომიძეს უცნობმა პირმა მიკროფონი დაუზიანა.

შემთხვევა მახინჯაურში მოხდა, სადაც გადამღები ჯგუფი ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული და ცდილობდა  მოეპოვებინა კომენტარი კორუფციული გარიგებების შესახებ გახმაურებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით

პირმა, რომელიც, ჟურნალისტების ვერსიით, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავია, მიკროფონს ღრუბელი მოაძრო და გადააგდო, გადამღებ ჯგუფს კი ადგილზე მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ჟურნალისტ თეა ვაშალომიძის და ოპერატორ ირაკლი ტუღუშის უფლებების დარღვევის ფაქტზე." აცხადებს მედიაომბუდსმენი

შეგახსენებთ, "მთავარის" ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეზე თავდასხმა დღეს, მახინჯაურში მოხდა. გადამღებ ჯგუფს თავს სავარაუდოდ, ხელვაჩაურის ყოფილი მერის ახლობელი დაესხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი