უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო, საზოგადოებას იმის ღირსად არ თვლის, ახსნას რასთან გვაქვს საქმე - პეტრე ცაავა

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა პატრიარქის მოსაყდრე, შიო მუჯირის მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადება გააკეთოს. მისივე თქმით, არაა გამორიცხული აჟიოტაჟი მდივან რეფერენტთან, შორენა თეთრუაშვილთან იყოს კავშირში, რომელიც წარსულშიც "არაფრისგან ქმნიდა პრობლემას".

"უპრინციპო მარიონეტია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც იმალება და საზოგადოებას ფაქტობრივად იმის ღირსად არ თვლის, რომ თვითონ გამოვიდეს და აგვიხსნას რასთან გვაქვს საქმე. მას უბრალოდ უფლება არ აქვს დამოუკიდებლად განცხადების გაკეთებისა და ის არის ჩვეულებრივი ამ მახინჯი სისტემის მარიონეტი. ყოველთვის, როცა საპატრიარქო, ან პატრიარქი რაღაც უყურადღებოდ, ან რაღაც თამაშგარე გარემოებაში მოვლენებიდან გამომდინარე დარჩებოდა, მისი მდივან რეფერენტი არაფრისგან ქმნიდა პრობლემას, რომ საპატრიარქო და პირადად პატრიარქი ყურადღების ცენტრში გამხდარიყო. შეიძლება ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტ შიოსთან მიმართებაში, არ გამოვრიცხავ", - ამბობ პეტრე ცაავა.

ცნობისთვის, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ერთი კვირის წინ მეუფე შიო მოწამლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი