გაზგასამართ სადგურზე დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გამოქვეყნდა:

თერჯოლაში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. 50 წლამდე პირის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს მიღებული აქვს სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა. მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ახლა დაკვირვება მიმდინარეობს. 

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კაცი იხსენებს, რომ ცეცხლი მის მანქანას გაუჩნდა, რის შედეგადაც შედეგადაც ცეცხლი სადგურს მოედო. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი