მოძალადე ჯგუფის წევრი "მთავარი არხის" ოპერატორს თავს დაესხა

გამოქვეყნდა:

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პრაიდის ფესტივალია დაგეგმილი, მოძალადე, ჰომოფობი, პრორუსი ჯგუფები არიან მობილიზებულები. რადიკალები ძალადობენ ჟურნალისტებზე. ერთ-ერთი მოძალადე "მთავარი არხის" ოპერატორს ზუკა ჩხვირკვიას თავს დაესხა და ხელი ჰკრა.

გარდა ამისა, მოძალადეები მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ესვრიან ქვებსაც. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, თუმცა მოძალადეების შეკავებას ვერ ახერხებენ. 

პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, პრაიდ ფესტივალის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი