დღეს დაგეგმილი მოვლენები წინასწარ იყო შეთანხმებული შსს-სა და ალტ-ინფოს შორის - პრაიდი

გამოქვეყნდა:

დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის - აცხადებს თბილისი პრაიდი დღევანდელ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.

ფესტივალი ჩაიშალა იქიდან გამომდინარე, რომ მოძალადეებმა პოლიციის რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს და იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სადაც პრაიდ ფესტივალი უნდა გამართულიყო.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. მათი ევაკუაცია  სამარშრუტო ტაქსებით მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი