ორკები იმ ტერიტორიას არბევენ, სადაც პრაიდ ფესტივალი უნდა გამართულიყო

გამოქვეყნდა:

მოძალადე ჯგუფები შეიჭრნენ და არბევენ იმ ტერიტორიას, სადაც პრაიდ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ისინი წვავენ სხვადასხვა ნივთებსაც. 

შეგახსენებთ, პრაიდ ფესტივალი ჩაიშალა, რადგან მოძალადეებმა პოლიციის რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს, რის გამოც თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ. მათი ევაკუაცია სამარშრუტო ტაქსებით მოხდა.

"განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის" - განაცხადა თბილისი პრაიდმა დღევანდელ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი