ორკებმა პრაიდფესტისთვის განკუთვნილი გამაგრილებელი სასმელი დალიეს, რაც ვერ შეძლეს წაიღეს

გამოქვეყნდა:

ორკებმა პრაიდ ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს, დაწვეს სხვადასხვა ნივთები და დროშა, ხოლო ფესტივალის მასპინძელი სხვადასხვა კომპანიების გამაგრილებელი სასმელების ჯიხურებიდან ნაწილი დალიეს, ნაწილი კი სახლში წაიღეს. რადიკალებმა გაზიდეს ის ნივთები რაც მოეწონათ, მათ შორის საჭმელიც.

პრაიდის ფესტივალი წელსაც ჩაიშალა.  შსს-ს დაპირებისა და გარანტიების მიუხედავად, პოლიციამ ფესტივალზე შეკრებილების უსაფრთხოების დაცვა ისევ ვერ შეძლო და ორგანიზატორები ტერიტორიას განარიდა. ქვებითა და დროშის ტარებით შეიარაღებულმა  რადიკალურმა დაჯგუფებებმა სამართალდამცველთა  არაერთი კორდონი უპრობლემოდ  გაარღვიეს და ლისის მიმდებარე  ტერიტორია დაიკავეს. 

შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა რომ მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, თუმცა მისივე თქმით, "კონტრაქციის" მონაწილეები უფრო ბევრნი იყვნენ. დარახველიძემ ყველაფერი "გაშლილ სივრცეს" დააბრალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი