შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული პრაიდ ფესტივალის ჩატარების მიმდებარე ტერიტორიაზე და სამართალდამცველებმა მაქსიმალური გააკეთეს იმისათვის, რომ პრაიდის ორგანიზატორები უსაფრთხოდ გაეყვანათ ტერიტორიიდან.
დარახველიძე გაექცა შეკითხვას, რატომ არ აღკვეთეს სამართალდამცველებმა მოძალადეების ქმედებები, მაშინ როცა პროდასავლურ აქციებს ისინი წყლის ჭავლითა და წიწაკის სპრეის გამოყენებით არბევენ"
"დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყო მობილიზებული, გდდ, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა ის დანაყოფი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი, თუმცა მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე.
ეს იყო გაშლილი ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს იმ საპოლიციო ღონისძიებებს იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზირბა და არ მოხდეს თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.
დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია 100 %-იანი უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე" თქვა გომელაურის მოადგილემ.
შეგახსენებთ, მოძალადე ჰომოფობებმა დღეს პრაიდის ფესტივალი ჩაშალეს. მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილას შეიჭრნენ, საიდანაც პრაიდის ორგანიზატორები ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ.