მეუფე შიო თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის მკვლელი, მოწამლული არაა - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლული არაა და ის თავს მშვენივრად გრძნობს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიება საქმეზე მათ გამო დაიწყო. 

მეუფე ნიკოლოზის თქმითვე, ციანიდის საქმეც და აღნიშნული საქმეც, ხელოვნური საქმეებია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მოტივაცია საქმის აღძვრის არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. თქვენ გამო დაიწყეს გამოძიება. მე რომ ჩავაბარო სისხლი, არ არის გამორიცხული მეც ასე მქონდეს, მარტო მე კი არა, ეს მცენარეები რომ გასინჯოთ, განსაკუთრებით გზის პირას მცენარეები, ტყვიის მომატებული შემცველობა ექნებათ აუცილებლად. 

მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერესში შედის რა თქმა უნდა, [ვის ინტერესში?] ეს ბოლოდან არის დასაწყები და ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკაა. თუ ვინმემ მოწამლა, ესე იგი არ ვარგებულა ის რა, ვიღაცა მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი. არ არის მოწამლული. 

ციანიდის საქმეც ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ. არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში, იქაც ესე იყო, აღიძრა გამოძიება, რა იყო, როგორ იყო, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც, აბსოლუტურად ხელოვნური. [დაკავებულია გიორგი მამალაძე] ნამდვილად უწერია იმაში, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წაყენებული", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, მოწამვლასთან დაკავშიებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გუშინ, 12 ივლისს მეუფე შიომ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი