ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.
მოსახლეობის პროტესტი ბეირუთში, 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას მოჰყვა, რა დროსაც ქალაქის პორტში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში სავარაუდოდ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.
დაიღუპა 100-მდე ადამიანი და მძიმედ დაშავდა 4000-მდე
ლიბანში ამ წუთებში პრემიერის გამოსვლას და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან.
ჰასან დიაბი მოსხლეობას ბეირუთის დროით საღამოს 7:30-ზე მიმართავს და გადაგომის შესახებ ოფიციალურად იტყვის.