საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია ფონდში დაუდასტურეს. ეროვნულ ბანკს ჯერ განმარტება არ გაუკეთებია.
"ვადასტურებთ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განაცხადეს სავალუტო ფონდის საქართველოს მისიაში.
პროგრამის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მანამდე "ფორმულამ" გაავრცელა. მათი ცნობით, შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.