თბილისის ზღვაზე გაუჩინარებული 22 წლის ლუკა ლაცაბიძის მეგობრები და ოჯახის წევრები იმ ადგილას იკრიბებიან, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცის კვალი საბოლოოდ იკარგება. ოთხდღიანი სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად სამართალდამცველებმა და მაშველებმა ვერც ლუკას და ვერც მის კვალს ვერ მიაგნეს. სამუშაოებში ჩართულები არიან მოხალისეებიც.
სამძებრო სამუშაოების დროს მაშველებმა თბილისის ზღვაში იპოვეს სხვა გაუჩინარებული პირის, 45 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელიც ასევე მეორე დღე ძებნაზე იყო გადაცემული.