საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემ Astoria Grande-ს ბათუმის ნავსადგურში შესვლა კომერციული ხასიათისაა. მათივე ცნობით, გემი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია "Goodwin Shipping Limited"-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
კრუიზმა, 22 ივლისს, სოჭიდან დაიწყო ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება. ამ თემაზე რეპორტაჟი Россия 1-მა მოამზადა.
სააგენტო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ბათუმის ნავსადგურში გემი 27 ივლისს შევა.
"გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება.
აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია "Goodwin Shipping Limited"-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - წერია უწყების განცხადებაში.
იხილეთ: