30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა Дальэнергомаш-მა საქართველოსთვის ტექნიკის მიწოდება განაახლა - TASS

გამოქვეყნდა:

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS წერს, რომ ხაბაროვსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ "Дальэнергомаш"-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. მედია ინფორმაციას რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"Дальэнергомаш" არ აკონკრეტებს თუ ვისგან მიიღო  შეკვეთა, თუმცა წერს, რომ აღჭურვილობა საქართველოში მიეწოდება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს. ასევე, 2023 წელს, კომპანიამ უკვე გააგზავნა ტექნიკა ინდოეთში და ყაზახეთში არსებულ მეტალურგიულ ქარხნებს", - ციტირებს Tass რუსული ქარხნის განცხადებას. 

როგორც Tass წერს, "Дальэнергомаш" აწარმოებს კომპრესორებს, წნევისა და ელექტრო მოწყობილობებს მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის.

კომპანია აღჭურვილობას აწვდის ათეულ ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთს, ირანს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი